რა შედის ტურში
მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით (თბილისი-სტეფანწმინდა, სტეფანწმინდა-თბილისი) პროფესიონალი გიდის მომსახურება, ღვინის დეგუსტაცია ქართულ მარანში.
რას უნდა ველოდოთ ტურისგან
თქვენ იხილავთ ჟინვალის წყალსაცავის ულამაზეს ხედებს, ანანურის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის ხედებს, გერგეტის სამების უნიკალურ ტაძარს, ხედებით ყაზბეგის მთასა და დარიალის ხეობაზე. ტაძარი აშენდა მე-14-ე საუკუნეში და წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობით, (პარაგლაიდინგი, რაფტინგი, კვადრო ტური, ცხენოსნობა და ა.შ).
გასვლა და დაბრუნება
09:00 - გასვლა თბილისიდან კომფორტული მიკროავტობუსით.
10:20 - ანანურის ისტორიული ციხესიმაგრის დათვალიერება, ისტორიის გაცნობა, სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
12:00 - ვიზიტი ქართულ ტრადიციულ მარანში, სადაც შემოგთავაზებენ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების დეგუსტაციას და უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს.
14:00 - სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური, ულამაზესი ხედებითა და სურვილისამებრ უამრავი საინტერესო აქტივობით! (თაფლის დეგუსტაცია, კვადრო ტური, ბაგი ტური, საცხენოსნო ტური, რაფტინგი, პარაგლაიდინგი).
15:30 - ყაზბეგი, ქალაქი სტეფანწმინდა. სურვილისამებრ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ასვლა გერგრტის სამების ისტორიულ ტაძარში, ეს გახლავთ მე-14 საუკუნის საოცარი ისტორიული ძეგლი ულამაზესი პეიზაჟებითა და რაც მთავარია მყინვარწვერის (ყაზბეგის მთა) ხედებით.
16:30 - გამომგზავრება თბილისში, გზად ვახშამი რესტორანში სადაც შემოგთავაზებენ უგემრიელეს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს და საუკეთესო ქართულ ღვინოებს.
20:00 - დაბრუნება თბილისში.
დამატებითი ინფორმაცია
ჩაიცვით ამინდის მიხედვით, სასურველია სპორტული ფეხსაცმელი, გთხოვთ გაითვალისწინოთ გიდის მითითებები.
დახმარება
თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ამ ტურის შესახებ ან გჭირდებათ დახმარება დაჯავშნისას, მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ. უბრალოდ დარეკეთ ან მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე: +995 577 94 31 44 (Whatsup, Viber, Telegram).